Villa Hunter
ვილა ჰანტერი - სფერო ჰოლდინგის კიდევ ერთი უნიკალური პროექტი, რომელიც
თავის თავში ძველს და ახალს აერთიანებს.
Villa Hunter
5000კვმ. ფართობზე, რომელიც თავის მხრივ ესაზღვრება იუნესკოს მიერ დაცულ
ტერიტორიას, შენარჩუნებული იქნება ძველი ტრადიცია, რომლის შინაარსი
ასახულია პროექტის დასახელებაში. ოდითგანვე მონადირეები ნადირობის
დასრულების შემდეგ იკრიბებოდნენ ამ ტერიტორიაზე და ერთმანეთს
უზაიარებდნენ ნადავლს. შესაბამისად ტერიტორიაზე შენარჩუნდება ის ძველი
დარბაზი, ასევე 2082 კვ.მ-ზე გათვალისწინებულია სამი 2-3 სართულიანი
ფეშენებელური ვილის აგება, ინდივიდუალური კატერების სადგომით.
ვილები არხის საშუალებით უკავშირდებიან პალიასტომის ტბას და მისი ფანჯრებიდან, ერთის მხრივ იშლება კოლხეთის დაბლობის ხედები, დაცული ნაკრძალებით და მეორეს მხრივ ზღვის სანაპირო, მაგნიტური ქვიშები და ულამაზესი ფლორა, ხე-ტყის იშვიათი და მრავალფეროვანი ჯიშებით, რაც ქმნის ჯანსაღ გარემოს და სუფთა, მწვანე ატმოსფეროს.
თითოეული ვილა გათვალისწინებულია ერთი ოჯახისათვის და აღჭურვილია
ყველა იმ საშუალებით, რომელიც საჭიროა მაქსიმალური კომფორტის
უზრუნველსაყოფად.
პროექტზე იმუშავეს პროფესიონალმა არქიტექტორებმა და ინტერიერის
დიზაინერებმა, რომლებმაც გაითვალისწინეს ყველა დეტალი, იმისათვის, რომ
ვილების საბოლოო ელფერი ყოფილიყო გამორჩეული და უნიკალური.